ექსკლუზივი: „კანონიერი ქურდის“ შვილის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის პოლიცია ასევე, „კანონიერი ქურდის“ შვილს ეძებს

სულ ნახვები : 75,276
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინ, 15 სექტემბერს, ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი და დღეს გარდაცვლილი 20 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის, პოლიცია, სავარაუდოდ, ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ შვილს ეძებს. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის მამაც, გია კვარაცხელია „კანონიერი ქურდია“.

რაც შეეხება სავარაუდო მკვლელს, ის, დიდი ალბათობით, ასევე „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას („დავით თბილისკი“) შვილია.

ის, რომ გია კვარაცხელია და დავით კაკულია ერთმანეთს იცნობენ, რამდენიმე წლის წინ პრესაში გავრცელებული ინფორმაციითა და ფოტოთიც დასტურდება. კონკრეტული ფოტო, როგორც ინტერნეტში მოძიებული მასალით ირკვევა, 2000 წელს, დავით კაკულიას შვილის ნათლობაზეა გადაღებული და კადრში ჩანან: „კანონიერი ქურდი“ დათო კაკულია, „კანონიერი ქურდი“ გია კვარაცხელია, მეუფე ანტონი (ბულუხია) და მამა ლევან ფირცხალაიშვილი.

სხვათა შორის, მამა ლევან ფირცხალაიშვილი „მხედრიონის“ ლიდერის, ჯაბა იოსელიანის მოძღვარი იყო.

არსებული ინფორმაციით, დათო კაკულია 2001 წელს გარდაიცვალა.

ასევე, ცნობილია, რომ მოკლული ნიკო კვარაცხელიას მამა, გია კვარაცხელია მკვლელის ნათლიაა.

შეგახსენებთ: ნიკო კვარაცხელიას, არსებული ინფორმაციით, 8 ტყვია ზურგიდან ესროლეს.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა