„კომედიურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ნუ ისუსებით“ - აქცია აჭარის სუს-თან

სულ ნახვები : 245
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციას მართავს. ოპოზიციის წარმოდგინდები რეგიონში სუს-ის შენობასთან ტრანსფარატებით მივიდნენ, რომელზეც აწერია - „ნუ ისუსები“, „აბა, გისმენ!“

აქციის მონაწილეების განცხადებით,  ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველას უსმენენ - ეკლესიას, სახელმწიფო მოხელეებს, თვით ბიძინა ივანიშვილსაც კი.

„კომედიური ქვეყანა ვართ. ყველას უსმენენ - ეკლესიას, სახელმწიფო მოხელეებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილსაც. ეს ტოტალური მოსმენები უნდა დასრულდეს. მინდა, მივმართო, სრულიად საქართველოს: გულს მოუსმინეთ და ნუ შეგეშინდებათ სუს-ის მოსმენების იმიტომ, რომ 3 ოქტომბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც მახინჯი წარმონაქმნი, „კგბ“-ს გადმონაშთი საქართველოში დაიმსხვრევა და თქვენს სატკივარს მოუსმენს ხელისუფლება და გაითვალისწინებს მას. ეს სიმბოლური აქტი იყო დღეს, რადგან სუს-ი გვისმენს და ამას უკვე სერიოზულად ვეღარ აღვიქვამთ, რადგან ფარსად და ცირკად აქციეს ჩვენი ცხოვრება,"- განაცხადა  გენრი დოლიძემ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა