წითელმა ჯვარმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ტონა თხევადი ჟანგბადი გადასცა

სულ ნახვები : 430
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„წითელი ჯავრისგან აჭარის რეგიონს საჩუქრად გადმოეცა 22 ტონა ჟანგბადი. დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარების დროს ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარია, ვინაიდან გაზრდილია ჟანგბადდამოკიდებული კოვიდპაციენტების რაოდენობა, ასევე ჟანგბადის მოხმარება,“ - განაცხადა დღეს, 18 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

თხევადი ჟანგბადი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შვეიცარიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით მიიღო, შემდეგ კი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცა.

„წითელი ჯავრისგან აჭარის რეგიონს საჩუქრად გადმოეცა 22 ტონა ჟანგბადი. დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარების დროს ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარია, ვინაიდან გაზრდილია ჟანგბადდამოკიდებული კოვიდპაციენტების რაოდენობა, ასევე ჟანგბადის მოხმარება. აღნიშნული რაოდენობა გადანაწილდება იმ კოვიდდაწესებულებებზე, რომლებიც ყველაზე გაზრდილი რაოდენობით მოიხმარენ ჟანგბადს, ეს გახლავთ – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი და მაღალტექნოლოგიური კლინიკა „მედცენტრი“, მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი წითელ ჯვარს გადმოცემული საჩუქრისათვის“ - აღნიშნა ნიჟარაძემ

ავტორი: ლუკა წიქარიშვილი

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა