ახალი სკანდალი სუს-ის კრებსებიდან - ივანიშვილისგან სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი გაქრა

სულ ნახვები : 31,635
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-ის საიდუმლო კრებსიდან, რომელიც 2018 წლის 29 ოქტომბრით თარიღდება და რომელსაც „ინფრომაციიული ცნობა“ ჰქვია, ირკვევა, რომ თანხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოყო, არამიზნობრივად დაიხარჯა. კრებსის მიხედვთ, ამის შესახებ პატრიარქის ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის წევრის, ირმა სანაძის საუბრიდან ირკვევა.

„მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ, საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის წევრს, ირმა სანაძეს აცნობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში თბილისის მასშტაბით ლიდერობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

ლ. ჟვანიამ ი. სანაძეს განუცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს შტაბის წევრების შეკრება და პრობლემის მოსაგვარებლად ადეკვატური ზომების მიღება, რაც დაადასტურა ი. სანაძემაც.

ლ. ჟვანიას თქმით, ს. ზურაბიშვილი მისგან (სავარაუდოდ გულისხმობს ბიძინა ივანიშვილს) ელოდება ზარს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება გუნდის წევრების შეკრება. ი. სანაძემ ლ. ჟვანიას განუცხადა, რომ არჩევნების ამგვარი შედეგები გამოიწვია ,,მდინარაძეების’’ 40 კაციანმა ჯგუფმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ს. ზურაბიშვილი გაიმარჯვებდა პირველივე ტურში.

ლ. ჟვანიამ ი. სანაძეს განუმარტა, რომ გამოყოფილი ფინანსები იძლეოდა საშუალებას დაექირავებინათ პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც აქტიურად იმუშავებდნენ აღნიშნულ საკითხზე, თუმცა, ვიღაცები ცდილობდნენ (არ ასახელებს) ბიძინა ივანიშვილისგან მოტყუებით მიეღოთ ფინანსური სარგებელი, რაც ასევე გაიზიარა ი. სანაძემ და დასძინა, რომ მისთვისაც უცნობია, თუ სად დაიხარჯა გამოყოფილი თანხები.

ლ. ჟვანიამ ი. სანაძეს განუცხადა, რომ საჭიროა დროული მობილიზაცია, რათა მოხდეს შეცდომების ანალიზი და მათი გამოსწორება.

საუბრის ბოლოს ი. სანაძემ ლ. ჟვანიას განუცხადა, რომ არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა იყო მხოლოდ 38 პროცენტი, რადგან ხალხს მობეზრებული აქვს ,,ამათი’’ ყურება,“ - წერია სუს-ის საიდუმლო კრებსში. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა