გიორგი სანაიას მკვლელობა სუს-ის საიდუმლო კრებსებში - ჟურნალისტის მკვლელობის ცრუ მოწმე სუს-ის აგენტია

სულ ნახვები : 712
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ამ დღეებში სუსის ანგარიშებში აღმოვაჩინე ერთ-ერთი „მოწმე“ (გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის). ეს პირი, რომლის ჩვენებებზე დაყრდნობითაც დაიწყეს გამოძიება და მისცეს მათთვის სასურველი მიმართულება, შევადნაძის პერიოდშია გადაბირებული და არის სპეცსამსახურების აგენტი. ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის სუსის აგენტი“, - განაცხადა დღეს, 19 სექტემბერს, ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ.

როგორც სანაია სოციალურ ქსელში წერს, მისი ძმის, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმე, რომელსაც შევარდნაძის ხელისუფლება საქმის გაყალბებისთვის იყენებდა, დღეს სუს-ში მუშაობს.

„ჩემი ძმის, გიორგი სანაიას მკვლელობა მოხდა შევარდნაძის პერიოდში, როცა ყველა სტრუქტურა ჩვენს ოჯახს დაუპირისპირდა. თავიდანვე დაიწყო საქმის გაყალბება. ყველა მექანიზმი ჩართეს ფაბრიკაციისთვის. საქმე ყალბდებოდა პირველივე საათებიდან. იმავე დღეებში გამოჩნდნენ „მოწმეები“, რომლებიც გამოძიებას აძლევენ წინასწარ შეთანხმებულ ჩვენებებს. რეალურად ესენი იყვნენ ცრუ მოწმეები, რომელებიც შევარდნაძის ხელისუფლებამ საქმის გასაყალბებლად მოიყვანა. არადა ვითომ თავისით გამოჩნდნენ. რა დავალებებსაც აძლევდნენ, ეს „მოწმეები” იმას იმეორებდნენ. როგორც ხელისუფლებას აწყობდა. ხან ერთს ათქმევინებდნენ, მერე სიტყვებს უკან წააღებინებდნენ, ჩაასწორებინებდნენ და ასე. ბოლოს თავადვე აიხლართნენ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ხალხის პროტესტის ჩასახშობად ავრცელებდნენ ჭორებს და ამისთვისაც აღნიშნულ „მოწმეებს“ იყენებდნენ. ვითომ შემთხვევითი პირები იყვნენ. ჩვენთვის თავიდანვე ცხადია იყო ყველაფერი და ამდენი წელია, ამაზე ვლაპარაკობთ დაუსრულებლად. ამ დღეებში სუსის ანგარიშებში აღმოვაჩინე ერთ-ერთი ასეთი „მოწმე“. ეს პირი, რომლის ჩვენებებზე დაყრდნობითაც დაიწყეს გამოძიება და მისცეს მათთვის სასურველი მიმართულება, შევადნაძის პერიოდშია გადაბირებული და არის სპეცსამსახურების აგენტი. ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის სუსის აგენტი. ნერგავენ ხოლმე ამა თუ იმ ორგანიზაციაში და იქიდან აწვდის შიდა ინფორმაციას კურატორს. იყენებენ უბინძურესი საქმეებისთვის.ყველაფერია ცნობილი მის შესახებ - რომელი ორგანიზაციების წინააღმდეგ მუშაობს სუსის სასარგებლოდ, ვინ გადაიბირა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ვინ იყვნენ მისი უშუალო ხელმძღვანელები წლების განმავლობაში, რა დავალებებს აძლევენ, ვის და როდის ხვდება ინფორმაციის გადასაცემად”, - წერს ვახო სანაია ფეისბუქზე.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა