„ეგ არის თესლი“ - გურამ ფალავანდიშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის სკანდალური დიალოგი სუს-ის კრებსებიდან

სულ ნახვები : 25,057
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-ის საიდუმლო კრებსიდან, რომელიც 2020 წლის 13 ივნისით თარიღდება, ირკვევა, რომ ე.წ. ულტრარადიკალურ ძალებს ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ. კერძოდ, კრებსის მიხედვით, გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძეს სანდრო ბრეგაძეს ბრალს ლევან ვასაძის დისკრედიტაციაში დებენ.

"ეროვნული ძალების გაერთიანების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა "პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის“ ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან საუბარში განაცხადა, რომ თუ "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე არ შეწყვეტს ეკლესიისა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის დისკრედიტაციას, მათ შორის ურთიერთობა არ დალაგდება. გ.ფალავანდიშვილის თქმით, ს.ბრეგაძე მიზანმიმართულად უტევს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძეს და ცდილობს, ამ უკანასკნელის დაშანტაჟებას, ხოლო ამით ირიბად ურტყამს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირსაც.

მისივე განმარტებით, ს.ბრეგაძის გააქტიურება უკავშირდება "დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან" დაკავშირებით, ეკლესიის მკაფიო პოზიციას და ტერიტორიის გასხვისებაში ხელისუფლების დადანაშაულებას. გ.ფალავანდიშვილმა აქვე განაცხადა - "მაგან თქვა ბიძინას გარდა ყველას გავლანძღავო, ბიძინას პასუხისმგებლობაა ეს გარეჯის თემა და მაგაზე ხმას არ იღებს, ეგ არის თესლი ძალა და პატრიოტთა ალიანსიც მისნაირია". დ.ლორთქიფანიძემ გაიზიარა გ.ფალავანდიშვილის პოზიცია და განაცხადა, რომ ის მასა, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ხდება დარტყმის ობიექტი და სწორედ. მისივე თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს ეკლესიური ძალების გაერთიანება და გაძლიერება, რის შემდგომაც გახდებიან კიდევ უფრო საშიში ძალა.

საუბრის დასასრულს დ.ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ თუ ს.ბრეგაძე შეეცდება მის დაშანტაჟებას და შარში გახვევას "ესვრის და ამოხოცავს ოჯახიანად", ხოლო გ.ფალავანდიშვილმა დასძინა, რომ არსებული ვითარების დასტაბილურების შემდგომ აუცილებლად უნდა დაარტყას "პატრიოტთა ალიანსსაც", - წერია კრებსში. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა