„ვიმყოფებით რუსული პროპაგანდისტული ხრიკის ეპიცენტრში“ – „ოცნების“ დეპუტატი სუს-ის კრებსებზე

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩვენ ვიმყოფებით ეპიცენტრში რუსული პროპაგანდისტული ხრიკის,“ - განაცხადა დღეს, 20 სექტემბერს, უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა სუს-ის საიდუმლო კრებსებზე საუბრისას. 

"პროკურატურაში არის გამოძიება, რომელმაც სწორედ ეს საკითხები უნდა გაარკვიოს. მთელი იდეა პროპაგანდის და რუსული პროპაგანდისტული ხრიკი, არის ზღვარის წაშლა სიცრუესა და სინამდვილეს შორის და ჩვენ ვიმყოფებით ეპიცენტრში ამ რუსული პროპაგანდისტული ხრიკისა. სწორედ ეს არის მიზანი ამ მთელი პროპაგანდის რომ საზოგადოება დააბნიონ, შეიტანონ შფოთი, გააღვივონ უნდობლობა ყველაფრის და ყველას მიმართ, არაფერი არ დატოვონ წმინდა ამ ქვეყანაში, არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ადამიანი", - ამბობს პაპუაშვილი.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა