ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა - გაბუნია სისხლიან ბანერებზე

სულ ნახვები : 264
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით, გნებავთ იყოს ეს სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, - ასე პასუხობს თამარ გაბუნია ჟურნალისტების შეკითხვას ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებზე სისხლიანი ბანერების გადაკვრის შესახებ.

მისი თქმით, ქვეყანაში საჭიროა ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერება იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ ძველ ტემპს და გავაუმჯობესოთ ის. 

,,ის, რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას ემხრობა. ის, რომ ბოლო დღეებში დიდი აქცენტი გაკეთდა პოლიტიკური ბანერებით ვაქცინაციის ბანერების გადაფარვაზე, გასაგებია ეს ყველაფერი და კიდევ უკეთესი იქნება, რომ მეტი აქცენტი მედიაში გაკეთდეს ვაქცინაციის თემებზე. სხვანაირად ჩვენ ვერაფრით დავუბრუნდებით და ავიღებთ იმ ტემპს, რაც გვინდა გვქონდეს", - განაცხადა გაბუნიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა