მიტროპოლიტი ანტონი „კანონიერი ქურდის“ საქართველოში გადმოსვენების საკითხებს აგვარებდა - სუს-ის საიდუმლო კრებსი

სულ ნახვები : 5,031
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-ის საიდუმლო კრებსიდან, რომელიც 2020 წლის 13 ივნისით თარიღდება, ირკვევა, რომ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია ერთ-ერთი „ქართველი კანონიერი ქურდის“ საქართველოში გადმოსვენების საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდა.

„ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას ქ. სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე ე.წ. "კანონიერი ქურდის" საჩინო გეგეჭკორის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით ესაუბრა უცნობი პიროვნება. უცნობმა განაცხადა, რომ ს.გეგეჭკორის ცხედრის გადმოსვენება სავარაუდოდ განხორციელდება ქ.ვლადიკავკაზიდან, რისთვისაც საჭიროა ნეიტრალურ ზონაში ვინმეს დახვედრა და ქ.ქუთაისში გადაყვანა. მიტროპოლიტის თქმით, იგი ჯანდაცვის უწყების მიერ გამოყოფილი სპეციალური ავტომობილით დახვდება ცხედარს, რომლის დაკრძალვაც მოხდება უმოკლეს ვადაში.

თანამოსაუბრემ ა.ბულუხიას განუცხადა, რომ მ/წ 13 ივნისს დააზუსტებს ყველა დეტალს,“ - წერია სუს-ის საიდუმლო კრებსში.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა