„უშიშროების სამსახური იმისთვისა, რომ მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია“ - კალაძე სუს-ის კრებსებზე

სულ ნახვები : 286
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა დღეს, 20 სექტემბერს, „ქართული ოცნების“  გენერალური მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ სუს-ის საიდუმლო კრებსებზე საუბრისას.

„ჭორაობას ხომ არ დავიწყებ, დაველოდოთ გამოძიებას. ობიექტური გამოძიება დაწყებულია. შესაბამისად დაველოდოთ, თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. რა არის ტყუილი, რა არის მართალი - ლილუაშვილის პასუხისმგებლობა რა შუაშია, გამოძიება მიმდინარეობს. ყველაფერი გახდება ცხადი. ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული - რა არის აქედან სიმართლე და რა ტყუილი.

უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში - ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი სამსახური უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე - აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია. რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში", - ამბობს კახა კალაძე. 

კითხვაზე, უნდა უსმენდნენ თუ არა დიპლომატებს, რადგან ჩანაწერებში ელჩების მიმოწერებიცაა, კალაძე პასუხობს: „თუ ასეა საჭირო, მაშინ კი“.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა