სკანდალი: შორენა თეთრუაშვილმა საპატრიარქოში პომპეოს შეხვედრიდან დავით ზალკალიანი „მოტეხა“ - სუს-ის ფაილები

სულ ნახვები : 28,707
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-ის საიდუმლო კრებსიდან, რომელიც 2020 წლის 16 ნოემბრით თარიღდება, ირკვევა, რომ პატრიარქის მდივანმა შორენა თეთრუაშვილმა საპატრიარქოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მისვლა აუკრძალა.

„პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ღონისძიებებისა და ცერემონიების სამმართველოს უფროსმა დავით მახიტაშვილმა აცნობა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს სურს, მ/წ 18 ნოემბერს საპატრიარქოში დაესწროს ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პატრიარქის შეხვედრას. გ.ზვიადაძეს გაუკვირდა დ.ზალკალიანის სურვილი და დასძინა, რომ საკითხი აუცილებლად უნდა შეათანხმოს სტუმრებთან.

 პროტოპრესვიტერმა ზემოხსენებულის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი. ამ უკანასკნელმა გ.ზვიადაძეს სთხოვა, დაუკავშირდეს ამერიკის დელეგაციის წარმომადგენლებს და განუცხადოს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში უარი განაცხადონ დ.ზალკალიანის დასწრებაზე,“ - წერია კრებსში. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა