„ავღელდი“ - მამა გიორგი ზვიადაძის ექსკლუზიური კომენტარი სუს-ის საიდუმლო კრებსებზე

სულ ნახვები : 10,036
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქალბატონ შორენას ბრალეულობა ამაში საერთოდ არ არის“, - ასე ეხმაურება მამა გიორგი ზვიადაძე სუს-ის კრებსებიდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქის მდივანმა, შორენა თეთრუაშვილმა საპატრიარქოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მისვლა აუკრძალა.

- კრებსების ამბებზე, ალბათ, გსმენიათ?

- დიახ.

- მამაო, შარშან, პომპეო იყო სტუმრად საქართველოში...

- დიახ.

- პომპეოს  და პატრიარქის შეხვედრის მზადებისას, კრებსის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის უფროსი დაგიკავშირდათ და გთხოვათ, პომპეოს საპატრიარქოში სტუმრობას დავით ზალკალიანი დაესწრებოდა. ამის შესახებ თქვენ შორენა თეთრუაშვილს უთხარით, რომელმაც დაგავალათ, რომ დაკავშირებოდით აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებს და გეთქვათ, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, უარი ეთქვათ შეხვედრაზე ზალკანიანის დასწრებაზე. ასე იყო?

- აბსოლუტურად არასწორია. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე.

- ანუ, პომპეოსთან შეხვედრაზე ზალკანიანს დასწრება არ სურდა?

- ე.ი.  მინდა იცოდეთ, ბატონი დავითის მიმართ გვაქვს დიდი პატივისცემა ქვეყნის წინაშე მისი დამსახურებისა და კვალიფიუცურობის გამო. საპატრიარქოს მხრიდან ვინ დაესწრებოდა შეხვედრას ეს ვიზიტის მომზადების ადრეულ ეტაპზევე იყო შეთანხმებული ამერიკულ მხარესთან. იმის გამო, რომ სია უკვე გადაცემული იყო, ზოგიერთი მღვდელმთავარიც, რომელსაც სურდა დასწრება, ვერ დაესწრო შეხვედრას. 

- მესმის, მაგრამ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეხვედრას უნდა დასწრებოდა, არა?

- ის, რომ ბატონ დავითს შეხვედრაზე სურდა დასწრება და თითქოს ეს ქალბატონმა შორენამ შეაჩერა, არასწორია. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქალბატონ შორენას ბრალეულობა ამაში საერთოდ არა არის და წარმოუდგენელია ის, რომ საპატრიარქო წყვეტდეს საგარეო საქმეთა მინისტრის დასწრება-არდასწრების საკითხს. ამიტომ, ეს ბრალდება ქალბატონო შორენასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო.

- ანუ,  არ ხართ ის ადამიანი, ვინც ამ შეხვედრას ამზადებდა?

- დიახ, მეც ვამზადებდი ამ შეხვედრას და ამ საკითხზე აშშ-ს საელჩოსთან ხშირი კომუნიკაცია მქონდა.

- გადაეცით თუ არა თეთრუაშვილის მოთხოვნა ზალკალიანთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს?

- არა, არა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, ასეთი მოთხოვნა საპატრიქროს მხრიდან ბატონ დავით ზალკალიანთან მიმართებაში საერთოდ არ ყოფილა. გთხოვთ, თუ შეიძლება, რომ ეს დააფიქსიროთ.

- რა თქმა უნდა...

- ძალიან დიდი მადლიერი ვარ...

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს სიმართლე არ არის. იმიტომ, რომ ესეთი რამ საერთოდ არ ყოფილა, ყველა ვემზადებოდით, რა თქმა უნდა, ბატონი პომპეოს დასახვედრად, ძალიან გვინდოდა, რომ პატივისცემით მომხდარიყო მისი მიღება საქართველოს საპატრიარქოში და ამიტომ რაც კი შესაძლებელი იყო, ყველაფერი გაკეთდა ამისთვის.

- ანუ, კრებსში არარეალური ცნობაა?

- რა თქმა უნდა... ძალიან იმოქმედა ჩემზე, ეს არარეალურია, ნამდვილად არა არის სწორი, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო.

- შეიძლება, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ინფორმაციამ აგაღელვათ. რატომ?

- კი, ნამდვილად ამაღელვა იმიტომ, რომ ეს აშკარა სიცრუეა, ის, რომ ქალბატონმა შორენამ გადაწყვიტა, რომ ბატონი დავით ზალკანიანი შეხვედრაზე არ ყოფილიყო, ეს არის სიცრუე. 

- კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ: ამ შეხვედრაზე მოსვლა სურდა ბატონ ზალკანიანს?

- თუ მოსვლა სურდა, უარი შეიძლება, რომ შეხვედრაზე დამსწრეთა სია ამერიული მხარისთვის კარგა ხნით ადრე იყო გადაცემული. .

- კომუნიკაცია თქვენთან არ ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროდან?  

- ნამდვილად არ მახსოვს,  ის კი ვიცი, საპატრიარქოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა