აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და შეწყვიტოს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა

სულ ნახვები : 317
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 17-19 სექტემბერს გამართული რუსეთის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ისეთ პირობებში, რომელიც ხელს არ უწყობს თავისუფალ და სამართლიან პროცესებს.

"რუსეთის მთავრობის მიერ „ექსტრემისტული ორგანიზაციების“, „უცხოელი აგენტების“ და „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ მიღებულმა კანონებმა მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და ხელი შეუშალა ხალხს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებაში. რუსეთის მთავრობის შეზღუდვებმა ხელი შეუშალა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს არჩევნებზე დაკვირვებაში, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას. სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკური ოპოზიციაზე და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა", - წერია განცხადებაში.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები