ოპოზიცია უკვე დამხობილია და არანაირი კადრები მას დამატებით დამხობისთვის არ სჭირდება - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 558
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოპოზიცია უკვე დამხობილია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან ზუგდიდში განაცხადა.

„არავითარ კადრებზე არ არის საუბარი. ოპოზიცია უკვე დამხობილია და არანაირი კადრები მას დამატებით დამხობისთვის არ სჭირდება. ისინი საკუთარ თავს თვითონ იმხობენ, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ ესაუბრებიან ხალხს, არ ესაუბრებიან საზოგადოებას, იმ დროს, როდესაც ჩვენ მთლიანად ამით ვართ დაკავებული", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია 2 ოქტომბერს მიიღებს ძალიან მძიმე შედეგს. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა