ბასილაშვილმა მეცი მარტივად დაიწყო

სულ ნახვები : 169
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მეცის საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 481.270 ევროა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში იტალიელ ჯანლუკა მაჯერს საათნახევარში 6:3; 7:6 მოუგო.

პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს თავიდან აართვა ჩაწოდება და 3:0 დაწინაურდა. მერე პირველ ქულამდე საქმის მშვიდად მიიყვანა პრობლემა არ ყოფილა.

მეორე სეტში ორივე ჩოგბურთელმა საკუთარი ჩაწოდებები მოიგეს, საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. ქულა-ქულაში თამაში იქაც გაგრძელდა, მაგრამ 6:7-ზე მაჯერი შეცდა და ჩვენებური მერვედფინალში გავიდა.

ბასილაშვილი მეორე წრეში ფრანგ ჟილ სიმონსა და ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები