„პალმის რტო“ goes to... თორნიკე რიჟვაძე - პოლიტიკური პერფორმანსი აჭარაში

სულ ნახვები : 1,267
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„პალმის რტო ფანტასტიკაში თორნიკე რიჟვაძეს გადაეცემა", - ამ მოწოდებით აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის წევრებმა მთავრობის სახლთან პალმის რტოები მიიტანეს.

აქციის მონაწილეების თქმით, აჭარაში მთავარი პროექტების განხორციელება არ ხდება, რითაც მოსახლეობას სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლიათ, მაგრამ უკანანო მშენებლობები მაინც გრძელდება.

ამ აქცია-პერფორმანსით აქციის მონაწილეებს რიჟვაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც, ზღვაში ხელოვნური პალმის ფორმის კუნძული გაკეთდება.

„ლელოს“ წევრის, ალექსანდრე ფიფიას თქმით, ბულვარში ყველაფერი მოუწესრიგებელია, ყოველი წვიმის დროს კი ქალაქი იტბორება, ასეთი მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელოვნური კუნძული მოწყობა წარმოუდგენელია.

„'ბათუმის სანაპიროზე ხელოვნური კუნძულის აშენება გადაწყვიტა მაშინ, როცა 52 მლნ ლარია დახარჯული სანაპიროს გამაგრებისთვის და ყოველი შტორმისას, ვხედავთ რა დღეშია სანაპირო, როცა ყოველი გაწვიმების შემდეგ ვხედავთ რა დღეშია ბათუმის ქუჩები,  როცა  ახალგაზრდები სამუშაოდ გადიან საზღვარგარეთ, როცა ამ ქალაქის მთავარი პრობლემაა დასაქმება, მაშინ გვეუბნებიან, რომ უნდა აშენდეს ხელოვნური პალმის კუნძული. ამას ჩვენ მივიჩნევთ წინასაარჩევნო სპექტაკლად და ეს კამპანია, რაც იწარმოება, საქართველოს მასშტაბით არის წინასაარჩევნო, ტრაფარეტული პროცესები" - განაცხადა  ფიფიამ.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა