„ხართ სააკაშვილის სუს-ის ნაწილი“ - გიორგი ანდრიაძე CNews-ის კითხვებმა გააღიზიანა

სულ ნახვები : 1,633
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„აფერისტები ხართ თქვენ და მაიმუნები,“ - ასე ეხმაურება გიორგი ანდრიაძე სუს-ის კრებსების შოკისმომგვრელ სტენოგრაფიულ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, ის და უფებადამცველი ნანა კაკაბაძე „ოპერაცია ზენონზე“ საუბრობენ. CNews-ი გიორგი ანდრიაძესთან სატელეფონო საუბარს უცვლელად გთავაზობთ

- ბატონო გიორგი, კრებსების მიხედვით, თქვენ და ნანა კაკაბაძე „ოპერაცია ზენონზე“ საუბრობთ...

- ერთი წუთით, მაგ სისულელეებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ, მე პირდაპირ ეთერს ვითხოვ დიდი ხანია. სისულელეები წერია, ყველამ რომ დამირეკოს, ახლა, სისულელეა.

თქვენ, ჩემი აზრით, ხართ სააკაშვილის სუს-ის ნაწილი და ეხლა, რა ვისაუბროთ.

- ბატონო გიორგი, ეს შეურაცხყოფაა, რომ ჩვენ სუსის ნაწილი ვართ!

- რატო, ვერ გავიგე, სააკაშვილზე ხომ აფანატებთ თქვენ?

- არა, არავინ აფანატებს. უბრალოდ, ვსვამ კითხვას, რომ ინფორმაცია „ოპერაცია ზენონთან“ დაკავშირებით სიცრუეა თუ სიმართლე?

-  საქმე მაქვს ქვეყანა, აფერისტები ხართ თქვენ და მაიმუნები, თუ გაინტერესებთ.

- „ოპერაცია ზენონი“ არის თუ არა სიმართლე და შედგა თუ არა თქვენსა და ნანა კაკაბაძეს შორის ეს საუბარი?

- რა სისულელეა, ტყუილია-მეთქი. უნდა გაგცეთ პასუხი რა... რო არ გაგცეთ პასუხი, რას იზამთ?

- არაფერს, საზოგადოებას დარჩება კითხვის ნიშნები. მგონი, თქვენთვის უნდა იყო უკეთესი პასუხის გაცემა, მე ხომ, უბრალოდ, ინფორმაციას ვამოწმებ...

- კარგად იყავი, რა. სისულელეა სულ ყველაფერი.

- ანუ, სისულელეა კრებსებიც და ყველაფერი ტყუილია?

- სააკაშვილის სუს-ის ნაბოდვარია, მე ვითხოვ პირდაპირ ეთერს, დაჯექით იქ და დაგელაპარაკებით თქვენ და თქვენ ბანდას.

- არა, ბატონო გიორგი, ბანდის წევრი არ გახლავართ!

- კარგით, ახლა, საქმეები მაქვს.

  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა