ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა

სულ ნახვები : 269
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა.

2016 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სავარაუდოდ ლიტვინენკოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაზვერვის ოპერაცია დაამტკიცა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტუნმა მკვლელობა ჩაიდინეს იმ ოპერაციის ფარგლებში, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

სასამართლომ დაავალდებულა რუსეთის ხელისუფლება, ლიტვინენკოს ქვრივს კომპენსაციის სახით 100 000 ევრო გადაუხადოს. ალექსანდრე ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში მოწამლეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა