მარიამ ბოლქვაძემ კოლამბუსის ტურნირი იოლი მოგებით დაიწყო

სულ ნახვები : 113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ს ქალაქ კოლამბუსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 115.000 დოლარია, ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ პირველი წრეში იაპონელ კურუმი ნარას 6:2; 7:5 მოუგო.

პირველი სეტია მარიამის სრული უპირატესობით წარიმართა. ჩვენებურმა მძლავრად დაიწყო, მეტოქეს ჩაწოდება ორჯერ აართვა და 5:1 დაწინარდა. მერე პრობლემების გარეშე მოიგო.

მეორე სეტის მეხუთე გეიმში მარიამმა გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ბრეიკი გაახერხა. თუმცა, მატჩზე ჩაწოდება უკვე მეტოქეს დაუთმო და ანგარიში 5:5 გახდა. ერთია, ბოლქვაძემ მეტოქეს შანსი იქვე მოუსპო – უკუბრეიკს სეტისა და მატჩის მოგება მიაყოლა – 7:5.

მერვედფინალში ბოლქვაძის მეტოქე ტაივანელი ენ-შუო ლიანგსა და ტურნირზე მე-8 ნომრად განთესილ ჩინელ ქსინიუ ვანგს შორის გამოვლინდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები