კიდევ ერთი საგარეო სესხი - აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის 100 მილიონს გამოყოფს

სულ ნახვები : 320
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აზიის განვითარების ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის ელექტროგადამცემი კომპანიისა და მისი შვილობილის მართვისა და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესებისთვისაა განკუთვნილი.

„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროგრამა მაგალითის მიმცემი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სხვა კომპანიებისთვის და ADB მზადაა მთავრობას დაეხმაროს ამ მიმართულებით უფრო გაფართოებული რეფორმებისა და ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად,“ - აცხადებს აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორი, ევგენი ჟუკოვი.

შეგახსენებთ: საქართველოს საგარეო ვალი კანონით დასაშვებ ნორმას გადასცდა და 8 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. საგარეო ვალსა და საშინაო ვალთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს, ჯამში, 30 მილიარდი ლარის სესხი აქვს აღებული.

ავტორი: ლუკა წიქარიშვილი

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა