ბრაზილიის პრეზიდენტი ნიუ იორკის რესტორანში არ შეუშვეს

სულ ნახვები : 423
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბრაზილიის პრეზიდენტი ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში არ შეუშვეს. მიზეზი გახდა ის, რომ ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ აქვს.

ბრაზილიის ლიდერი აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. ორგანიზაციის შენობაში შესასვლელად ვაქცინაციის სერთიფიკატის წარდგენა აუცილებელი არ არის, თუმცა ნიუ-იორკის საზოგადოებრივი კვების ობიექტებში აუცრელ პირებს არ უშვებენ. ამის გამო ბრაზილიის ლიდერი იძულებული გახდა ქუჩაში ეჭამა.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა