„ამ მოსმენა შეუძლებელია“ - ხმაური ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლოზე

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომაზე ხმაური ბრალდების მხარის რეპლიკის შემდეგ დაიწყო, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ „ლელოს“ ლიდერები ფულის გათეთრებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ხაზარაძემ სასამართლო პროცესზე გენერალურ პროკურორს მიმართა და კვალიფიციურ პროკურორების დანიშვნა მოითხოვა.

„მივმართე გენერალურ პროკურორს, რადგან ამ არაკომპეტენტურობის მოსმენა არის შეუძლებელი. პროკურორები რომლებსაც ეს საქმე მიჰყავთ, მათი ცოდნა საბანკო-საფინანსო საქმეში არის „პლინტუსის“ დონეზე. ორიწლისთავზე აღმოჩნდა, რომ ამ სამმა პროკურორმა არაფერი იცის ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით და ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ მათ ვასწავლოთ, ძალიან გთხოვთ, ბატონო შოთაძე, რომ ცოტა კვალიფიციური პროკურორები გამოაგზავნოთ", - განაცხადა ხაზარაძემ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები