ლიბიის პარლამენტმა დროებით მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

სულ ნახვები : 170
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლიბიის პარლამენტმა ეროვნული ერთობის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. დროებითი მთავრობის წინააღმდეგ ხმა 113-დან 89 დეპუტატმა მისცა. 2011 წლიდან ლიბიამ, როგორც ერთიანმა სახელმწიფომ, ფუნქციონირება შეწყვიტა.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილს წლების განმავლობაში ფეიზ სარაჯი აკონტროლებდა, აღმოსავლეთ ნაწილს კი მარშალი ხალიფა ხაფთარი. თებერვლის დასაწყისში გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად ლიბიის ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება აირჩიეს, რომელსაც უფლებამოსილება 24 დეკემბერს ამოეწურება.

საპრეზიდენტო საბჭოს ხელმძღვანელად საბერძნეთში ლიბიის ყოფილი ელჩი მუჰამედ მენფი, დროებითი მთავრობის მეთაურად კი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი აბდელჰამიდ დრეიბი აირჩიეს.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა