კახა კოჟორიძეს CNews-ზე გამოქვეყნებული მასალის სათაურმა გული დაწყვიტა

სულ ნახვები : 871
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

......

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრი კახა კოჟორიძე CNews-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას - სკანდალური ექსკლუზივი: გოგაშვილისა და „ლელოს“ ფარული ურთიერთობის ახალი არგუმენტი - კახა კოჟორიძე გოგაშვილთან თანამშრომლობას ადასტურებს - საკუთარ ფეისბუქგვერდზე ეხმიანება.

„ვეხმაურები ძალიან ,,სკანდალურ“ ინფორმაციას და ვადასტურებ, რომ როგორც ადვოკატი, შევხვდი სოსო გოგაშვილს და გავუწიე კონსულტაცია სამოქალაქო საქმეზე. ლელოსთან ამ შეხვედრას არანაირი კავშირი არ აქვს თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შეხვედრა შედგა 2019 წლის მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, მაშინ ლელო უბრალოდ არ არსებობდა.

ჟურნალისტმა დამირეკა დღეს. ვუპასუხე მის კითხვებს. მადლობა მას, რომ საუბრის შინაარსი არ დაამახინჯა. მაგრამ სათაური გამოიტანა საოცარი. გული მწყდება, ასე ხშირად რომ ვადასტურებთ ხოლმე იმ ცნობილი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც წაკითხულის გააზრებაში სერიოზული ჩავარდნები გვაქვს (პირველ კომენტარშია ეგ სტატია, წაიკითხეთ და თავად შეაფასეთ).

პ.ს. მე დღესაც ვეწევი საადვოკატო საქმიანობას და ყველა დაინტერესებულ პირს შეგიძლიათ შემეხმიანოთ. პროფესიული საქმიანობის დროს არასოდეს განმისხვავებია ადამიანები ერთმანეთისგან. წარსულშიც ასე იყო, აწმყოშიც ასეა და მომავალშიც ზუსტად ასე იქნება!,“ - წერს კოჟორიძე.

რედაქციისგან: სუს-ის კრებსებში კახა კოჟორიძესა და სოსო გოგაშვილის ურთიერთობებზე საუბარია 2021 წლის  15 თებერვალს. ი. გოგაშვილმა ორგანიზაცია სწორედ 2021 წლის თებერვალში დააფუძნა.

რედაქციამ დაიცვა სტანდარტი და კომენტარისთვის მიმართა პარტია „ლელოს“ და კრებსების ფიგურანტს - კახა კოჟორიძეს.

რაც შეეხება სათაურთან დაკავშირებით კახა კოჟორიძის გულის წყვეტას, ეს მისი პირადი ემოციაა.

კახა კოჟორიძე რატომღაც სრულად ენდობა კრებსების ავთენტურობას სხვა ნაწილში და არ ენდობა იმ ნაწილში, სადაც თავად არის მოხსენიებული. ნიშანდობლივია, რომ მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია ინფორმაციის უშუალო წყაროსთან, რომელიც კრებსებში მასზე საუბრობს.

ფაქტებიდან გამომდინარე (კრებსში ასახული თარიღი და გოგაშვილის მიერ ორგანიზაციის დაფუძნება)  გვაძლევდა სათაურის საფუძველს, მით უფრო რომ ჟურნალისტთან საუბრის დროს მას შეხვედრის თარიღი არ დაუსახელებია, რითაც თავად ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში საკუთარი პარტია.  დიახ, ძალიან "სკანდალურია" ღირებულებითი პარადიგმის ნგრევა - ეს ნამდვილად უნდა იცოდეს პოლიტიკოსმა და აქ ადვოკატის პროფესიაზე აპელირება სრულიად უადგილოა - მეტწილად თავის მართლებას ჰგავს. 

დამატებითი ვარაუდების გამოთქმის, და ფაქტების გამოქვეყნებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა