ირმა სოხაძე: „ხელისუფლებისადმი თბილად განწყობილნი ვიჩაგრებით, თეა ობიექტურია“

სულ ნახვები : 1,730
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მგონია, რომ თეამ სხვა კონტექსტი ჩადო მის ფრაზაში“, - ასე აფასებს CNews-სთან საუბრისას მომღერალი ირმა სოხაძე  კულტურის  მინისტრის, თეა წულუკიანის პოზიციას მსახიობის ე.წ. განსხვავებული აზრების შესახებ.

სოხაძის თქმით, ყველა აბსოლუტურად თავისუფალია და შეუძლია, საკუთარი აზრი ჰქონდეს. ამასთან, მომღერალი ამბობს, რომ დღევანდელი მთავრობა ხელოვანებს პოლიტიკური ნიშნით არ ანსხვავებს.

„ვიცი, რომ აბსოლიტურად თავისუფალია ყველა თავის აზრის ქონაში და შემდეგ, უკვე პროფესიონალზმით განისაზღვრება.  სხვათა შორის, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ნიშნით დღეს, დღევანდელი მთავრობა ნამდვილად არ განასხვავებს ხელოვან ადამიანებს,“ - განაცხადა CNews-სთან საუბრისას მომღერალმა ირმა სოხაძემ.

ოხაძე ამბობს, რომ ვინც „ნაციონალების“ მხარესაა, იმ ხელოვანებს უფრო ეძახიან კონცერტებზე იმის შიშით, რომ რამე არ თქვან.

„ჩვენ კი, ხელისუფლებისადმი თბილად განწყობილი საზოგადოება ვიჩაგრებით“, - აცხადებს სოხაძე.

 „მე გეტყვით პირიქით, სწორედ იმის შიშით, რომ არავინ დააბრალოს, ესენი არ დევნიან „ნაციონალების“ აპოლეგეტებს და მათთან აფილირებულ ხელოვანებს, ყველაგან ისინი არიან.  ხელისუფლება აქვს შიში, ვიმეორებ შიში, რომ არ დაბრალდეს, დევნიან ამ ხელოვანებს, ყველგან ესენი ჰყავთ.  ჩვენ ნეიტრალურ და უფრო ხელისუფლებისკენ სიმპატიით გამსჭვალულ ადამიანები გაცილებით უფრო მეტად ვიჩაგრებით.  მე ამას პირში ვეუბნები ამათაც და იმათაც.  რა კარგ დღეში არიან „ნაციონალებთან“ დაახლოებული ხელოვანები,  იმიტომ, რომ იქაც კარგად არიან და აქაც,“ - განაცხადა CNews-სთან საუბრისას მომღერალმა ირმა სოხაძემ

მისივე თქმით, წულუკიანი არის ევროპულ განათლებამიღებული და იცის, რა არის დაემოკრატია. ამიტომაც ობიექტურად გაუძღვება კულტურის სამინისტროს.

„ის არც მომღერალია, არც - მუსიკოსი და არც - მხატვარი, რომ თავისი სფეროსკენ წაიყვანოს სამინისტრო. დარწმუნებული ვარ, თეა იმ ნიშნით, რომ ვიღაც იმ ხელისუფლებასთანაა აფილირებული, ნამდვილად არ დაუწყებს დევნას.  ამ სამინისტროს ძალიან სჭირდება ორგანიზებული, ობიექტური, ევროპულ განათლებამიღებული, აი, ისეთი, დემოკრატია რომ სხვებზე უკეთესად იცის, ისეთი ადამიანი, რომელიც ნამდვილად მიხედავს ხელოვან ადამიანებს,“ - აცხადებს სოხაძე.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ, თეა წულუკიანმა „პოსტ ტვ“-ის ეთერში განაცხადა: „თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი (ან რეჟისორი), რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ უფრო მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი ვნახო, საიდან მოდის. თუ ეს არის, მე უფასო კრიტიკას ვეძახი, ასეთია მისი მრწამსი, რამდენად უშლის ხელს შიგნით, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებას.“

შეგახსენებთ: კულტურის ახლადდანიშნული მინისტრის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა კულტურის კოდექსის შექმნაა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა