რიონის ხეობის მოსახლეობამ ენკა-ს 35 მილიონი უნდა დაუბრუნოს - ვარლამი წილშია?!

სულ ნახვები : 30,501
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რიონის ხეობის მოსახლეობის და არა მხოლოდ მათ საყურადღებოდ!

წავიდა „ენკა“ (საბოლოოდ, ეს ერთ თვეში გახდება ცნობილი) და ახლა მაინტერესებს, რომელი უბრუნებთ თანხას ინვესტორს? - ჰო, 35-მილიონიან კომპენსაციას რომელი უბრუნებთ? თუ თქვენ ინვესტორს „გადააგდებთ“, ამ ფულს შეიტყაპუნებთ და ეგ ვალი სახელმწიფომ - მე და ჩემმა შვილებმა ვიხადოთ? ისე, რა ვიცი, რამე უფრო რთული კომბინაცია ხომ არ არის და ვარლამი და მეუფე ხომ არ გყავდათ წილში? - ყველაფერია მოსალოდნელი, ანუ ახლა ვარლამ გოლეთიანი რას აკეთებს, ამ ფულის შესატყაპუნებელ მოძრაობას იწყებს?

რა უნდა გავაკეთოთ, ასე ცხვრებივით ვისხდეთ და ვიხადოთ ფული ვარლამისა და კომპანიის ვნებებისთვის, თან თანავუგრძნოთ? რატომ გამიჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ვარლამი იმ 35 მილიონი კომპენსაციის წილშია? - იმიტომ, რომ არავინ, ვინც კომპენსაცია მიიღო, ამ დღეების განმავლობაში, საფრთხე არ დაინახა.

საქართველოში უკვე მყარი მოცემულობაა, რომ კომპენსაცია მიიღონ ადამიანებმა და მერე ინვესტორი გადააგდონ? იცით, ამის გამო სახელმწიფოს ვალი დღეისთვის რამდენს აღწევს?

ჰო, წინასწარ ვიცი, რასაც იტყვიან - სახელმწიფომ გადაიხადოს და ხბოს გამომეტყველების მქონე ბრბო ისევ იტყვის - აბა, რა! ერთი და ორი ენჯეო გამოჩნდება, რომელიც მხარს დაუჭერს - ეგენი გრანტებს ხომ გაჭიანურებულ ქეისებში იღებენ. ბრბო, ბრბო, ბრბო... მაგრამ, ეს ის ბრბოა, რომელსაც არასოდეს არაფერი ღირებული არ შეუქმნია და დღესაც საკუთარი მშობლების, ბებიებისა თუ ბაბუების ჯამაგირ-პენსიებითა და ნაქურდალ-ნაჯიბგირალი შემოსავლით ცხოვრობს.

არა! არ ვაპირებ ვიხადო თაღლითების - ვითომ გარემოსდამცველების, ვითომ სამოქალაქო სექტორის, ვითომ საპატრიარქოს, ვითომ პარტიების, საბოლოოდ კი, კონფორმისტებისა და გოთვერნების მიერ სახელმწიფოსთვის აკიდებული ვალი. ამიტომ, კეთილი, ინებეთ და მიხედეთ ამ საკითხს, ვისაც გევალებათ. ან დააბრუნოს ეს ფული იმან, ვინც აიღო, ან კიდევ „ენკა“-მ განკარგოს როგორც კერძო საკუთრება თავის ნებაზე. ისე, რამდენი გამოჩნდება ისეთი, ვინც გამოისყიდის?  მამული არა, მართლაც, კვატი. რა დროის საფლავებია, „მერსედესები“ აქვს ხალხს ნაყიდი.

ჰოდა, ვცდებოდე მე - გამოისყიდეთ! არ ვაპირებ თქვენი ამოვსებული სტომქსისათვის ჩემი შვილების შიმშილს, ისინი კი - თავიანთი შვილების.

ჰო, კიდევ - სიმპტომატური და დამაფიქრებელია ქვემოთ მოყვანილი კრებსები.

„[10.02.21, 17:47:22] „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტმა მარიტა მუსელიანმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელ დარეჯან სალდაძეს აცნობა, რომ ერთ-ერთი აქტივისტის მაკა სულაძის ბიძაშვილი (არ აკონკრეტებს), რომელმაც შპს „ენკას“ მიჰყიდა თავისი კუთვნილი მიწა აცხადებს, რომ მზადაა მიწის გამოსყიდვის მიზნით შპს „ენკას“ უკან დაუბრუნოს თანხა. მ.მუსელიანი დაინტერესდა პროცედურულად როგორ მოხერხდებოდა ხსენებული, რაზეც დ.სალდაძემ განაცხადა, რომ ხელშეკრულება შეიძლება გაბათილდეს მისი იძულებით, მოტყუებით დადების ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის დროს, სხვა შემთხვევაში კი გამორიცხულია. ამავე ინფორმაციით, მ.მუსელიანს სურს ზემოხსენებული ფაქტი გახმაურდეს, რათა, როგორც ირკვევა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შპს „ენკასთან“ დადებული აქვს ხელშეკრულება, თუმცა თანხა ჯერ არ ჩარიცხვიათ, რაც შესაძლებელია გახდეს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

[12.02.21, 11:08:59] "ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტ ვარლამ გოლეთიანს ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტმა ელზა ჩუბინიძემ აცნობა, რომ მისი ინფორმაციით, სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით ცაგერ-ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ხსენებულ ეპარქიაში რჩება დროებით, ხოლო ძირითადად იქნება ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც დარჩება საბოლოოდ.

ვ.გოლეთიანის განმარტებით, ვიდრე მიტროპოლიტი ფორმალურად იქნება ცაგერ-ლენტეხის ეპარქიაში, მისი მხარდაჭერა ექნებათ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს. ვ.გოლეთიანის თქმით, იგი ამ ეტაპზე ელოდება სინოდის განჩინების გამოქვეყნებას, სადაც თუ მითითებული იქნება, რომ ს.კალაიჯიშვილი ჩამოაცილეს ცაგერ-ლენტეხის ეპარქიას, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები აუცილებლად გააკეთებენ რადიკალურ განცხადებას. ვ.გოლეთიანმა ასევე განმარტა, რომ მოგვიანებით, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუს მისცემს ე.ჩუბინიძეს.

[15.02.21, 13:44:32] ლენტეხისა და ცაგერის ეპარქიის დეკანოზმა ლევან გოლეთიანმა, ამავე ეპარქიის დეკანოზ იაკობ (კობა) კვირიკაშვილს  აცნობა, რომ მის ცოლ-შვილს „ნამახვან ჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს - მარიტა მუსელიანს და ვარლამ გოლეთიანს ა/წ 15 თებერვალს სურთ ცაგერის რეზიდენციაში ზემოხსენებული ეპარქიის მმართველის სტეფანე კალაიჯიშვილის მონახულება (სავარაუდოდ ადგილზე იმსჯელებენ მომდევნო ფართომასშტაბური აქციის საორგანიზაციო საკითხებზე, რომელიც გაიმართება მ/წ 21 თებერვალს ვ.გოლეთანის მიერ კომპანია "ენკასთვის" მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ). ი.კვირიკაშვილმა ლ.გოლეთიანს განუცხადა, რომ გაესაუბრება მღვდელმთავარს და მოგვიანებით აცნობებს პასუხს.

[18.02.21, 11:08:30] „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტ ვარლამ გოლეთიანს თანამოაზრემ გიორგი ქუთათელაძემ აცნობა, რომ ესაუბრა იურისტს, ვინმე დიმიტრის, რომელმაც ურჩია, შეიქმნას იურისტთა 5 კაციანი ჯგუფი და „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მომზადდეს შესაბამისი სარჩელი. გ.ქუთათელაძის თქმით, სარჩელის საფუძველზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობას დაედება ყადაღა და ეს მისცემს აქტივისტებს მინიმუმ 3 თვიან ვადას, რათა მეტი ხალხი ჩაერთოს ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქტივობებში.

ამავე ინფორმაციით, გ.ქუთათელაძე უახლოეს მომავალში გაუკეთებს ორგანიზებას ვ.გოლეთიანის და იურისტების შეხვედრას.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა