სოფელ ლაფანყურში, სტიქიის შედეგად დაზიანებული სასაზღვრო გზის გაწმენდა დაიწყო

სულ ნახვები : 164
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, სტიქიის შედეგად დაზიანებული სასაზღვრო გზის გაწმენდა დაიწყო. 

დღეს დილიდან ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის აღდგენის სამუშაოები. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სპეციალისტების მიერ არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ დაიწყო. კავკასიონის ქედისკენ მიმავალი ერთადერთი გზა, რომლითაც მეცხვარეები და მესაზღვრეები სარგებლობენ, 17 და 18 ოქტომბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად ჩაიკეტა და მეწყრული პროცესები განვითარდა. 

სასაზღვრო ზოლზე მიმდინარე სამუშაოები ცოტა ხნის წინ მოინახულა კახეთის მხარის რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმაც

მესაზღვრეები სასაზღვრო ზოლთან გადაადგილებას სავარაუდოდ, დღის ბოლომდე შეძლებენ. სასაზღვრო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე კვირას გასტანს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა