თუშეთიდან ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი დასრულებულია

სულ ნახვები : 237
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუშეთიდან ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი დასრულებულია. სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტენტის ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა.

ორი დღის განმავლობაში რვა რეისი განხორციელდა და თუშეთიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოშვილის თქმით, თუშეთისკენ მიმავალი გზის აღდგენითი სამუშაოები, უსაფრთხოების კუთხით სპეციალისტების დასკვნის შესაბამისად დაიწყება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა