ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი გარდაიცვალა

სულ ნახვები : 10,851
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მკლელი ფილიპ ხაჩიროვი გარდაიცვალა.

CNews-ის ინფორმაციით, ფილიპ ხაჩიროვი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებების შედეგად მოკვდა.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპაციური რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს, იქიდან კი ცხინვალში გადაიყვანეს.

23 თებერვალს ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, იარაღი წაართვა და მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კიბეზე დაგორდა. მათი მტკიცებით, ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ხოლო თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის  სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა