დიმიტრი პესკოვი: ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში, ლიბიასა და ავღანეთში არსებულ სიტუაციას განიხილავენ

სულ ნახვები : 253
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ შეხვედრაზე რამდენიმე თემას, მათ შორის, სირიაში, ავღანეთსა და ლიბიაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის, განცხადებით, დღის განრიგში მრავალი განსახილველი თემა იქნება, თუმცა შეხედულებების გაცვლა სირიისა და ლიბიის თემაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გარდა რეგიონული თემებისა, ისინი ეკონომიკურ და სხვა გლობალურ საკითხებსაც შეეხებიან.

,,მართლაც ბევრი სამუშაო გვაქვს ორმხრივი ურთიერთობების, საერთო ეკონომიკური პროექტებისა და ვაჭრობის კუთხით“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს სოჭში, 29 სექტემბერს შეხვდებიან. ლიდერები ერთმანეთს ბოლოს 2020 წლის მარტში, მოსკოვში შეხვდნენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა