კახა კალაძე: ხუთკაციანი აქციებით ვერავის შეაშინებენ

სულ ნახვები : 290
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, მოქმედი მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ხუთკაციანი აქციებით ვერავის შეაშინებენ“.

კახა კალაძემ წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა და არ გამორიცხა, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან პროვოკაცია იყოს, რადგან ეს მათი ხელწერაა.

„კამპანია საერთო ჯამში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია, ჩაატაროს შეხვედრები, შეხვდეს ამომრჩეველს, წარუდგინოს თავიანთი საარჩევნო პროგრამა, თუ აქვთ ასეთი რამ. ძალიან კარგია, რომ ასე მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ პროვოკაციას. მე არ გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციები კიდევ მოეწყოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ეს მათი ხელწერაა. თუ გავიხსენებთ განვლილ არჩევნებს, ვიცით მათი ხელწერა როგორია. მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყოთ და შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებული, რომ არანაირი პროვოკაცია არ დავუშვათ.

აქციების ჩატარების უფლება ყველას აქვს ამ ქვეყანაში, მაგრამ თუ ვიღაცას იმის მცდელობა აქვს, რომ შეგვაშინოს ხუთკაციანი აქციებით, ნამდვილად ვერავის ვერ შეაშინებენ... მაგათაც ვაჩვენებთ როგორი ხალხის გამოყვანა შეგვიძლია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა