„ბნელი ძალები გეგმავენ კანონის საწინააღმდეგო მსვლელობას“ – „ოცნების“ წევრი ენმ-ზე

სულ ნახვები : 251
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ეს გახლავთ ენმ-ს მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გაგრძელება,“ - განაცხადა დღეს, 28 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, ზაურ დარგალმა მარნეულში ხელისუფლების მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

მმართველი გუნდის განცხადებით, მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა ექქპერზიდენტ სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნა იქნება.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარნეულში შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში ენმ გეგმავს აქციას და საავტომობილო გზის გადაკეტვას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით. ეს გახლავთ ენმ-ს მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გაგრძელება. ბნელი ძალები გეგმავენ კანონის საწინააღმდეგო მსვლელობას, მათ სურთ გამოიყენონ მოსახლეობა", - განაცხადა  დარგალმა.

ბრალდებებს უარყოფენ აქციის მონაწილეები და აცხადებენ რომ აქცია კანონის ფარგლებში ჩატარდება.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აზად ქარიმოვის, თქმით, მის ენმ-თან არანაირი კავშირი არ აქვს, ის შსს- მოუწოდებს რომ მოახერხონ

ბრალდებას უარყოფენ აქციის ორგანიზატორები და ამბობენ, რომ აქცია მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში ჩატარდება. ერთ-ერთი ორგანიზატორის, აზად ქარიმოვის თქმით, მას "ნაციონალური მოძრაობასთან" არანაირი კავშირი არ აქვს და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, რომ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები "ოცნების" პროვოკაციებისგან დაიცვას.

„ხალხი დაიღალა ფასების მატებითა და პროდუქტის გაძვირებით. სახლში ხალხს პური ვერ უყიდია ისეთი გაჭირვებაა, ბანკების ვალები კი ცალკეა. ხალხს სურს, ეს მძიმე ვითარება გააპროტესტოს. ამ აქციასთან დაკავშირებით მარნეულის რაიონული პოლიციაში განცხადება შევიტანეთ, ასევე განცხადება შევიტანეთ მერიაშიც. ქართული ოცნების დეპუტატი ზაურ დარგალი ბრიფინგს მართავს და ჭორებს ავრცელებს თითქოს ჩვენ გზების გადაკეტვას ვაპირებთ და გვინდა ვითარება დავძაბოთ. ეს ყველაფერი სიცრუეა და ზაურს მინდა მივმართო, პროვოკაციები ვითარების დაძაბვა და თავდასხმები მისი პარტიის ქართული ოცნების ხელწერაა", - განაცხადა ქარიმოვმა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა