დიდი ფულაობა მერიაში და წინასაარჩევნოდ ქუჩის სანათებში დახარჯული 500-ათასამდე ლარი

სულ ნახვები : 155
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მერიის წინასაარჩევნოდ დაჩქარებული ტენდერი - ქუჩის სანათებში, 370 000-ის ნაცვლად, 490 000  ლარია გადახდილი.

დედაქალაქის 5 ქუჩის გასანათებლად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, სანათები დაჩქარებული წესით "თბილსერვის ჯგუფმა" 490 000 ლარად შეიძინა. იგივე სანათები მერიას ტენდერით რომ ეყიდა, 120 000 ლარით იაფი დაუჯდებოდა.

„რადიო თავისუფლებამ“ გამოიკვლია, რომ დაახლოებით 10 დღის წინ, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე 300 ცალი ახალი, დიოდური LED სანათი დაამონტაჟეს. ეს სანათები ქუჩას უკეთაც ანათებს და დიდხანსაც ძლებს, თუმცა მერიამ სანათები იმაზე ძვირად იყიდა, ვიდრე შეეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით,  სანათების დაჩქარებული შესყიდვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ სანათებზე თავის დროზე გამოცხადებული ტენდერი გაჭიანურდა, რადგან  ტენდერი ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ჯგუფთან" დაკავშირებულ კომპანიაზე იყო მორგებული, რაც კონკურენტმა კომპანიებმა გაასაჩივრეს და დღემდე ამიტომ ვერ დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ მერიამ დაჩქარებულად შეიძინა „ვიზულოსგან“ სანათება, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ამიტ 120 000 ლარი იზარალა, ხოლო აღსანშნავია ის ფაქტი რო, 1700 სანათიდან, მერიამ ჯერ მხოლოდ 600 იყიდა. 

CNews-ს შეეცადა „თბილსერვისთან“ დაკავშირებას, სადაც ცხელი ხაზის ოპერატორმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებდა. „თბილსერვისის“ სხვა ნომერზე კი ზარს არავინ პასუხობს.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა