საიდუმლო ცნობა სუს-დან: რატომ არის ნაწყენი კირილზე და რეალური მიზეზი, რის გამოც ილია II 2017-ში მოსკოვში არ წავიდა

სულ ნახვები : 16,787
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-დან გამოჟონილი ინფორმაციიდან ნათელი ხდება რეალური მიზეზი, თუ რატომ არ წავიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთში, რუსეთის ეკლესიაში პატრიარქატის აღდგენის 100 წლის იუბილეზე.

„ინფორმაციული ცნობა“ - ასე ჰქვია სუს-ის ქეისს, რომელიც 2017 წლის 3 დეკემბრით თარიღდება და რომლის ფიგურანტებიც შორენა თეთრუაშვილის თანაშემწე მაია მუხიაშვილი და მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი არიან. 

„მ/წ 4 დეკემბერს რუსეთის ეკლესიაში პატრიარქატის აღდგენის 100 წლის იუბილეზე უწმინდესის გამგზავრებასთან დაკავშირებით შორენა თეთრუაშვილის თანაშემწეს, მაია მუხიაშვილს და მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს შორის შემდგარი საუბრის შესახებ. 

მოპოვებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პატრიარქის მდივან-რეფერენტის თანაშემწესთან მაია მუხიაშვილთან დაინტერესდა, გეგმავს თუ არა უწმინდესი მ/წ 4 დეკემბერს რუსეთის ეკლესიაში პატრიარქატის აღდგენის 100 წლის იუბილეზე ქ.მოსკოვში გამგზავრებას, რაზეც ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ პატრიარქი სავარაუდოდ არ გაემგზავრება, რადგან მას ჯერ კიდევ ახსოვს, რამდენიმე წლის წინ ქ.მოსკოვში რუსეთის პატრიარქის მიწვევით ყოფნის პერიოდში, ამ უკანასკნელის ძალიან ცუდი დამოკიდებულება მის მიმართ (რუსეთის პატრიარქი კირილე არ მიესალმა საქართველოს პატრიარქს), რასაც ასევე ემატება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მ.მუხიაშვილის თქმით, ქ.მოსკოვში უწმინდესის არ წასვლის შემთხვევაში, იუბილეზე გაემგზავრება რამდენიმე მღვდელმთავარი, მათ შორის, ქორეპისკოპოსი შიო მუჯირი, რომელმაც დიდი სურვილი გამოთქვა დაესწროს აღნიშნულ ღონისძიებას,“ - წერია ინფორმაციულ ცნობაში.   

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა