„სააკაშვილის ჩამოსვლაში დარწმუნებული ვარ“ - თაკო ჩარკვიანი

სულ ნახვები : 580
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინა-თბილისის რეისის ბილეთის გასაჯაროებამ პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა გამოიწვია. მმართველ პარტიაში ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლას, როგორც ყოველთვის, ტყუილ დაპირებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ თუ სააკაშვილი ქვეყნის საზღვარს გადმოკვეთს, ქართულ მართლმსაჯულებას ვერ გაქცევა. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი სააკაშვილის ჩამოსვლას დადებითად აფასებს, თუმცა იგივე ოპოზიციაში ისეთებიც არიან, რომლებიც ამბობენ, მიშას ეს დაპირებები, რეალურად, ხელს ოპოზიციას გამარჯვებაში უშლისო.

CNews „კანონი და სამართლის“ ლიდერს და სააკაშვილის დაბრუნებისთვის შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ეროვნული მოძრაობა“ დამფუძნებელს დეპუტატ თაკო ჩარკვიანს ესაუბრა.

 

- ქალბატონო თაკო, თქვენი აზრით, სააკაშვილი საქართველოში მაინც და მაინც 2 ოქტომბერს, საღამოს რატომ ჩამოდის და არა - 1 ოქტომბერს, ან 2 ოქტომბერს, დილით?

- სწორი გადაწყვეტილება იყო.

- რატომ?

- ასე ჩათვალა საჭიროდ და მეც ვეთანხმები, რომ სწორი გადაწყვეტილებაა.

- ჰოდა, ამიხსენით, სწორი გადაწყვეტილება რატომაა?

- მთელი რიგი მოვლენების გათვალისწინებით.

- ქალბატონო თაკო, წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: 2 ოქტომბერს, უბნების დათვლის შემდეგ, ეგზიტპოლებით გაირკვა, რომ ოპოზიციამ არჩევნები წააგო. სააკაშვილმა ბილეთი 2-ში, საღამოს რეისზე იქნებ, ამიტომ აიღო, რომ ბოლო მომენტში ჩამოსვლა გადაიფიქროს?

- ასე არ ვფიქრობ... ნიუანსებში ჩავიხედე და არ არის ასე, რომ მხარდამჭერები მოტყუებული დატოვა. ხალხნო, რუსეთის ურჩხული მანქანა გვებრძვის და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ დროს და არა - მოსინჯვას,.

- ანუ, აქამდე რომ ამბობდა, ჩამოვალო, მოსინჯვა იყო?

- სინჯებზე არ არის აქ საუბარი. მონსტრი ებრძვის - მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტულ პიროვნებად აღიარებული, მთელი მსოფლიო შეაწუხა ამ ქვეყანამ. სააკაშვილის პერსონის განადგურება დღევანდელი საქართველოსთვის მძიმე ამბავია. ვუყურებთ ხოლმე, როგორაა  მომზადებული ნიადაგი, როგორ არის მომწიფებული აზრი, ეს არის პოლიტიკური მზადება. ახლა სუ სხვა სიტუაციაა.

- რა სიტუაციაა? 

- პირადად მე, რატომ მანამდე არ გავაკეთე ასეთი მოძრაობა და მობილიზება?

- რატომ?

- იმიტომ, რომ ახლა იყო საჭირო.

- რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ეს დრო იყო საჭირო?

- თავზე რომ დაგველეწა სახელმწიფო, ეს ხალხმა კარგად უნდა დაინახოს და გააცნობიეროს. ვერ იყო ასე ზუსტად გაცნობიერებული, ფიქრობდნენ, რომ იქნებ, ახლა გაკეთდეს რამე, იქნებ - ახლა და 9 წლის თავზე რა  მივიღეთ? - გახარია, რომელმაც თვალები დაგვთხარა, ქალაქის მერობას  ბედავს და სააკაშვილი გავასამართლოთ?!

- ქალბატონო თაკო, „კანონი და სამართლის“ ლიდერი ხართ და ხომ იცით, რომ სააკაშვილზე შიდა ძებნაა გამოცხადებული, ანუ როგორც კი ქვეყანაში შემოვა, კანონის მიხედვით, უნდა დაიჭირონ...

- ეს მისი არჩევანია - გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება დაკავებას, ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი ძალიან საინტერესო მუხლია. ეს არის სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება, რომლის უფლებაც ყველას აქვს. შესაბამისად, იგივე სუს-ის მოსმენებიდან, სასამართლო ვერდიქტი, თურმე, გამოდის მესიჯებით.

- შეიძლება, მაგრამ ამის მიუხედავად, ექსპრეზიდენტი მსჯავრდადებულია...

- ჩამოვიდეს, მიეცეს საშუალება, რომ გამოიყენოს არა შერჩევითი სამართლის კლანური სასამართლო, არამედ, სამართლიანი სასამართლო. თუ სასმართლოს რეფორმისთვის სჭირდება დრო, პროკურატურას რამდენიმე დღე სჭირდება? - პროკურატურა ის უწყებაა, რომელიც მასალას ამუშავებს და ეს მასლაა მიდის სასამართლომდე, შესაბამისად, ის არფერზე ამბობს უარს. ის არ ჩამოდის პირველ პირად. მიეცეს მას შემოსვლის უფლება, კოალიციური მთავრობით, რეფორმირებული მართლმსაჯულების წინაშე ყველას ქეისი დაიდოს, ყველასი-თქო, რომ ვამბობ, არ მოწონს ამ ხელისუფლებას. დაიდოს ყველა ქეისი, ამათ უნდათ, რომ არ დაიდოს გახარიას თავლების დათხრის  ქესი, რომელზეც გვიმეორებს, იგივეს გავაკეთებდიო, არ დაიდოს ღარიბაშვილის, არ დაიდოს გატანილი მილიონების ქეისი და მხოლოდ დაიდოს ყოფილი პრეზიდნეტის ქეისი, სადაც პირდაპირ არ იკვეთება მისი დანაშაულებრივი ქმედება.

- ქალბატონო თაკო, სააკაშვილთან კომუნიკაცია ყოველ დღე გაქვთ?

- არა.

- ვთქვათ, მიშა არ ჩამოვიდა...

- არ მგონია, რომ არ ჩამოვიდეს.

- ანუ, მის ჩამოსვლაში დარწმუნებული ხართ?

- დიახ, დარწმუნებული ვარ.

- და ამ დარწმუნების მიზეზი?

- მაქსიმალურად ყველაფერი გითხარით.

 ავტორი: ზუკა ნემსაძე 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა