ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები ერთმანეთში ახალდაარსებულ თასს გაითამაშებენ

სულ ნახვები : 91
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპული და სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მამები ურთიერთთანამშრომლობამდე მივიდნენ. უეფამ და კონმებოლმა ახალი თასიც კი დაარსეს, რომლისთვისაც ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულები იბრძოლებენ.

ამ ტურნირების ბოლო გამარჯვებულები, იტალიისა და არგენტინის ნაკრებები ერთმანეთს 2022 წლის ივნისში შეხვდებიან და ახალი ჯილდოს პირველ მფლობელს გამოავლენენ.

გარდა ამისა, ხელშეკრულება ქალთა და ახალგაზრდულ ფეხბურთში, ფუტსალში, მსაჯების გაცვლაში, ტექნიკური მომზადებაში და სხვა საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

უეფა და კონმებოლი ერთობლივ ოფისს ლონდონში ხსნიან, სადაც პროექტების განხილვა-დაგეგმარება მოხდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები