ცესკო: პირის მიმართ, ვინც ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები განათავსა, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობს

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ პირის მიმართ, ვინც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები განათავსა, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობს.

კერძოდ, ცესკო-ში განმარტავენ, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით, ასევე, მოკვლევის თანახმად, ბანერების განმათავსებელი პირი არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს.

„18-21 სექტემბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოვიდა სამი საჩივარი (წარმდგენები: „ISFED“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ელენე ხოშტარია – დროა“) ბანერებთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისსა და რამდენიმე რეგიონში განთავსდა და რამაც საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უნდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია  საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში კი უნდა აღინიშნოს, რომ სიძულვილის ენა ნებისმიერი გამოხატულებით საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არის მიუღებელი და მისი ტირაჟირების ხელშეწყობა სცილდება ეთიკურ ნორმებს.

საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა კიდეც, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს „ალმას“  შეუკვეთა მათი დამზადება/განთავსება. სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით.  ჩვენი მოკვლევის თანახმად, – ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ის არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად (საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ჩვენ მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა