გორში "ნაციონალური მოძრაობის" მერეთის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი გაიტაცეს

სულ ნახვები : 169
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გორში "ნაციონალური მოძრაობის" მერეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ბიძინაშვილის  შვილი გაიტაცეს.  23 წლის ლუკა ბიძინაშვილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის სოფელ  კარბიდან თეთრი ფერის შკოდის ავტომობილით გაიტაცეს. 

მთავარი ოპოზიციური პარტიის გორის ორგანიზაციის წევრები სამხარეო პოლიციასთან არიან შეკრებილები.

ლუკა ბიძინაშვილის მამა აცხადებს, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ მისი შვილი სოფლიდან „შკოდას“ მარკის ავტომანქანით წაიყვანეს.

„მეგობართან ერთად იყო სოფელში. როგორც მოყოლით ვიცი, „შკოდას“ მარკის მანქანა გაჩერდა, ჯერ გაჩხრიკეს და შემდეგ მანქანაში ჩასვეს. არ ვიცით, ვინ წაიყვანა და სად. ამის გარკვევას ვცდილობთ ახლა პოლიციასთან. ვერაფერს გვეუბნებიან“, – აცხადებს ლუკა ბიძინაშვილის მამა ლევან ბიძინაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა