საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად მოდის – მელია სააკაშვილზე

სულ ნახვები : 208
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, რომელიც მან ტვ პირველის ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რისკის ფასად ჩამოდის, რადგან უცნობია დაჯდება თუ არა თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დევნილობაში ყოფნა აღარ სურს. 

„ფაქტობრივად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა არ გვქონდეს სატელეფონო, იმიტომ, რომ იცით მერე რას როგორ აკეთებენ. მისი პოზიცია მე ვიცოდი, მან იცოდა ჩემი პოზიცია. თანხვედრაში მოდიოდა, ეს უნდა იყოს უკიდურესად მშვიდობიანი. ადამიანი საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად მოდის და ყველამ ვიცით, რომ თვითმფრინავში, რომელშიც ჩაჯდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ან დაჯდება, ან არ დაჯდება. სადაც უნდათ, იქ დასვამენ. ადამიანმა გადასდო თავი და თქვა, რომ აღარ მინდა აქ ყოფნა, დევნილობაში და მირჩევნია ციხეშიც კი ვიყო“, - თქვა მელიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა