საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში გავიდა

სულ ნახვები : 32
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

28 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ სიტჟესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ქულა დაკარგა პოლონეთის ნაკრებთან – 2:2.

ნანა ძაგნიძემ შავებით იოლანტა ზავდკაც დაუზავდა, ხოლო ნინო ბაციაშვილი თითრებით მონიკა სოკოს. ლელა ჯავახიშვილმა შავებით კლაუდია კულონთან წააგო, ერთადერთი მოგება კი ჩვენებს სალომე მელიამ მოუტანა, რომელმაც თეთრებით ანა კუბიჩკას აჯობა.

საბედნიეროდ, ქულები დაკარგა ყაზახეთის ნაკრებმაც, რომელიც უკრაინასთან 1.5:2.5 დამარცხდა. ჩვენივე ჯგუფში ამერიკა და გერმანიაც დაზავდნენ – 2:2.

ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფს საქართველოს ნაკრები 6 ქულით ლიდერობს და ფლეი ოფში გასვლა განაღდებული აქვს, ყაზახეთისა და უკრაინის ნაკრებები 5-5 ქულით ასევე ფლეი ოფში არიან. 3-3 ქულა აქვთ გერმანიასა და ამერიკას, ხოლო პოლონეთს – 2. სამივე გუნდი მეოთხე საგზურის მფლობელის ვინაობას ხვალ გაარკვევენ.

ა ჯგუფში რუსეთმა 3:1 მოუგო ინდოეთს, სომხეთმა 3.5:0.5 ესპანეთი დაამარცხა, ასეთივე ანგარიშით საფრანგეთმა აზერბაიჯანს აჯობა.

ჯგუფს 8 ქულით რუსეთი ლიდერობს, 5-5 ქულა აქვთ ინდოეთისა და სომხეთის ნაკრებებს, ხოლო აზერბაიჯანის ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები 2-2 ქულით არიან და ბოლო, მეოთხე გამსვლელი ადგილისთვის ბოლო ტურში იბრძოლებენ.

დასკვნითი ტურის მატჩები 29 სექტემბერს გაიმართება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები