სულზე ორას ლარს გადაგიხდით და 4-5 დღით თქვენი პირადობის მოწმობებს დავილომბარდებთ – ნიკა მელია „ოცნების“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვაზე

სულ ნახვები : 265
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, რომელიც მან ტვ პირველის ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა, „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. მისი თქმით, ზუგდიდის რაიონის სოფლებში „ოცნების“ აქტივისტებმა მრავალსულიან ოჯახებს პირადობის მოწმობების სანაცვლოდ ფული შესთავაზეს.

„ეს "ქართულმა ოცნებამაც" იცის, ზუგდიდის რაიონის სოფლებში ტყაია, ახალსოფელი, კახათი, დარჩელი, მივიდნენ მრავალშვილიან ოჯახებთან დღეს, დაახლოებით 4 საათს წინ და უთხრეს, ვიცით, რომ თქვენ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ხართ, ვიცით, რომ ჩვენ არასდროს ხმას არ მოგვცემთ, მაგრამ აი, 9–სულიანი ოჯახი რომ ხართ, სულზე ორას ლარს გადაგიხდით და იქნებ 4-5 დღით თქვენი პირადობის მოწმობა მოგვცეთ ჩვენ, რომ დავილომბარდოთ“, - თქვა ნიკა მელიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები