აიაქსმა მარტივად მოიგო, შახტარმა და ინტერმა ქულები გაიყვეს

სულ ნახვები : 23
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის ორი ადრიანი მატჩი ამსტერდამსა და კიევში ჩატარდა.

C ჯგუფში აიაქსმა მარტივად, 2:0 მოუგო ბეშიქთაშს და ექვსი ქუით ჯგუფს ლიდრობს. ამსტერდამელებმა პირველივე ტაიმში მოილიეს საქმე – ბერგუისმა ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი, ალერს გაატანინა.

შესვენების შემდეგ აიაქსმა ვურთი დაიჭირა და აქეთ-იქით აგორავა. ბეშიქთაშს მთელი მატჩის მანძილზე კარში არ დარტყამს, ხოლო კარის მიმართულებით სულ ოთხჯერ გაგზავნა ბურთი.

D ჯგუფში დონეცკის შახტარი უკრაინის დედაქალაქში მილანის ინტერს დაუხვდა და გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. თითქმის თანაბარ მატჩში თავიდან უფრო მწვავედ შახტარი გამოიყურებოდა, მაგრამ მატჩის ბოლოს ინტერი გააქტიურდა და ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ დონბასელთა მეკარემ საკუთარი გუნდი იხსნა.

ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს თითო ქულა აქვთ და არცთუ დამაჯერებელი დასაწყისი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები