ტრანსგენდერ ქალზე ფიზიკური ძალადობის გამო პოლიციამ ერთი პირი დააკავა

სულ ნახვები : 84
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტრანსგენდერ ქალზე ფიზიკური ძალადობის გამო პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, ბრალდებულმა დაზარალებულს ურთიერთშელაპარაკებისას სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი -ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ბ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები