ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბრუნდება თავის ქვეყანაში – გიგი უგულავა

სულ ნახვები : 387
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოპოზიციონერი ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ტვ პირველის ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის ქვეყანაში ბრუნდება. მისივე თქმით, თუ  კალაძეს შეუძლია იტალიელი ფეხბურთელები ჩარიოს ქართულ პოლიტიკაში, რატომ არ შეიძლება ეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მოიმოქმედოს.

„ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბრუნდება თავის ქვეყანაში. აქ ხომ პრინციპზეა ლაპარაკი. დევნის პრინციპი არის უკანონო, ის ყველაფერი სამართლებრივად არის მრუდე, მას არავინ აღიარებს ქვეყანაში უკიდურესი ქოცების გარდა და მსოფლიოში ამ სასამართლოს არავინ აღიარებს, ამ სასამართლოს გამო ჩვენ შეიძლება სანქციები დაგვეკისროს. ბოდიში მომითხოვია და 6 წელია ჩვენ გვესმის "ქართული ოცნებისგან", რომ არ არის საქართველოს მოქალაქე და რატომ ერევა ქართულ პოლიტიკაშიო. აბა, მალდინი ვისი მოქალაქეა? დღეს რომ გამოაჭენა კალაძემ და ნახევარი იტალიის მისი სამეგობრო, მშვენიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ რატო ერევიან ისინი საქართველოს პოლიტიკაში? კარი ორია, მეგობრებო, კალაძეს მინდა გავახსენო“, - თქვა უგულავამ.

ამასთან, უგულავას თქმით, ქვეყანას ე.წ. მილენიუმის აქტი, ანუ ფართომასშტაბიანი ამნისტია სჭირდება. მისი განცხადებით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ქვეყნის რეალური  წინსვლა.

„პირველი და ჩემი პრინციპული პოზიცია არის და სხვათა შორის თავის დროზე ამაზე სააკაშვილთანაც მქონდა დავა, მაგრამ მე ჩემს პრინციპულ პოზიციაზე დავრჩი, რომ ამ ქვეყანას სჭირდება მილენიუმის აქტი, ანუ 2000-21 წლის ფართომასშტაბიან ამნისტია, რომელიც მოიცავს სამ ეპოქას დაწყებული შევარდნაძიდან, დამთავრებული ივანიშვილით და ბუნებრივია, სააკაშვილის ეპოქასაც. ეს არის უმნიშვნელოვანეს რამე თუ ჩვენ გვინდა რაელურად მივცეთ ქვეყანას განვითარების შანსი და ერთ წერზე ციყვივით არ ვატრიალოთ ბორბალი და გვეგონოს, რომ მივდივართ წინ“, - თქვა უგულავამ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები