ქართული კლუბების გასაგონად – მოლდავურმა შერიფმა ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის რეალი სტუმრად დაამარცხა

სულ ნახვები : 141
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე მეორე ტურის კიდევ ექვსი მატჩი გაიმართა.

დავიწყებთ D ჯგუფით და უმთავრესი სენსაციით: ტირაპოლის შერიფმა მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რეალი" 2:1 დაამარცხა. 25-ე წუთზე უზბეკმა იახშიბოევმა დააწინაურა მოლდავური გუნდი. თუმცა, მადრიდელთა უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ ესპანური გუნდის მარცხს მაინც ვერავინ წარმოიდგენდა. მით უფრო, რომ 65-ე წუთზე ვინისიუსის წაქცევისთვის მსაჯმა პენალტი დანიშნა და ბენზემამ ანგარიში გაათანაბრა.

თუმცა, „სამეფო კლუბი“ მოკრძალებულ შერიფთან მაინც დამარცხდა – 89-ე წუთზე ლუქსემბურგელმა ტილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ტურის უმთავრესი მატჩი კი A ჯგუფში გაიმართა. პარი სენ ჟერმენმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტი 2:0 დამარცხა. მასპინძლები დებიუტში გუიემ დააწინაურა, ხოლო 74-ე წუთზე მესიმ პარიზულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ამავე ჯგუფში ბრიუგე სტუმრად ფავორიტ ლაიფციგთან კი აგებდა, მაგრამ თამაში შემოუტრიალა და დღის კიდევ ერთი სენსაცია დააფიქსირა – 2:1 ბელგიელთა სასარგებლოდ.

B ჯგუფში ლეაოს გოლით მილანიც უგებდა ატლეტიკოს, მაგრამ შემდეგ ფეხბურთელი გაუძევეს და კაცნაკლულნი დარჩნენ. ატლეტიკომ ბოლოში იძალა: 84-ე წუთზე ანგარიში შეცვლაზე შესულმა გრიზმანმა გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კონპენსირებული დროის მე-7 წუთზე სუარესმა პენალტით მადრიდულ გუნდს სამი ქულა მოუპოვა.

ლივერპული პორტუს ეწვია და 5:1 გაანადგურა.

C ჯგუფში კიდევ ერთი პორტუგალიური გუნდი დამარცხდა – დორტმუნდმა საკუთარ მოედანზე სპორტინგი დაამარცხა – 1:0.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები