საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია - სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება

სულ ნახვები : 341
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

4 ოქტომბერს სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის არის საკმარისი.

"ახალი სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულდა 64 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე 64 საჯარო სკოლას. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები. მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილია საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე. პირველკლასელები და მათი დამრიგებლები პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ. 

სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა. მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე. სახელმწიფო კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 67%. 

იმ სკოლებს, სადაც 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, ჩაუტარდა სრული დეზინფექცია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა