მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე კიდევ ორი პირი - მამა-შვილი დააკავეს

სულ ნახვები : 3,866
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

“დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი” - განაცხადა დღეს, 4 ოქტომბერს, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

CNews-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულები არიან მამა-შვილი შალვა და ზური წოწორიები, რომლებიც ფოთში ცხოვრობენ.  

შალვა და ზური წოწორიებს ბრალი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე ედებათ.

“დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდადებულის, მიხეილ სააკაშვილი მარშრუტის შესახებ გამოძიებისთვის ყველა დეტალი ცნობილია.

ამასთან, შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება 364 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოყვანასა და სათანადო პირობების შექმნას. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მტკიცებულებების მოგროვება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულ ცომაიას დაუმძიმდეს ბრალდება“ - აღნიშნა ვეფხვაძემ.

პროკურორის, თქმით არ არის გამორიცხული იმ ბინის მეპატრონეს, სადაც სააკაშვილი დააკავეს, ბრალი დაუმძიმდეს.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები