დავით ღვინიანიძის სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის კარები ფილადელფიაში მაყურებლისთვის პირველად და გრანდიოზულად გაიღო

სულ ნახვები : 400
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

3 ოქტომბერს, "დავით ღვინიანიძის სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის“ კარები  ფილადელფიაში მაყურებლისთვის  პირველად და გრანდიოზულად გაიღო!

ხელოვნებითა და კულტურით დაინტერესებულმა მსოფლიო საზოგადოებამ კარგად იცის  ცნობილი საოპერო მომღერლისა და პროდიუსერის დავით ღვინიანიძის სახელი. სულ ცოტა ხნის წინ მან ფილადელფიაში ამერიკის მხარდაჭერით თავისი სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი დააარსა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ნიჭიერებისა და გავლენის უპირატესობა, რომლითაც მულტიკულტურულ იდეებს ახორციელებს.

იმის გამო, რომ ზემოთ ხსენებული ცენტრი უზარმაზარია და მისი  გახსნა ეტაპობრივად იგეგმება,  დავითმა მისი მხოლოდ ერთი დარბაზის საზეიმოდ გახსნა გადაწყვიტა 3 დეკემბერს, ანუ, სიმბოლურად თავის დაბადების დღეს.

იქამდე კი ამ შესანიშნავი კულტურის ცენტრის თვალწარმტაცი პარკმა 3  ოქტომბერს  ებრაულ ფესტივალ "სუკოტს" უმასპინძლა.

ებრაული ფესტივალის ჩატარების იდეა და მისი "დავით ღვინიანიძის სახელობის კულტურის ცენტრის" ულამაზეს პარკში გამართვა თავად მომღერლის ინიციატივაა. მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართველ და ებრაელ ხალხთა მრავალსაუკუნოვან  მეგობრობას. ეს ფესტივალი მომავალში რამდენიმედღიანი გახდება და მრავალი კულტურული დეტალით დაიტვირთება. ეს ფაქტი კიდევ ერთი დიდი დასტურია იმისა, რომ დავით ღვინიანიძე მუდმივად ცდილობს თავისი სახელობის ცენტრის პრიზმიდან მთელ მსოფლიოს გააცნოს საქართველო და მასთან დაკავშირებული ყველა ეროვნულ–კულტურული ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, დავით ღვინიანიძემ ჩაუყარა საფუძველი ფილადელფიაში ებრაული კულტურის გამოცოცხლებას. ეს პროექტი კი ნაწილია იმ მასშტაბური მულტიკულტურული გეგმისა, რომელსაც ცნობილი საოპერო მომღერალი გზადაგზა განახორციელებს. 

როგორც მომღერალი დავით ღვინიანიძე განმარტავს, ებრაული ფესტივალი "სუკოტი", რომელიც  ფილადელფიაში ჩატარდა, ყოველწლიური გახდება და გაგრძელდება ნიუ–იორკსა და სხვა დიდ ქალაქებში, ჯაჭვურად გავრცელდება და გახდება საყოველთაო.

ფესტივალს ფილადელფიაში ადგილობრივი მაცხოვრებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.  ფესტივალის პროდიუსერი მარგარიტა კაგანი გახლდათ. მონაწილეობდა მუსიკოსთა არტ-ჯგუფი „ხავერიმი“ ( იდიშიდან ითარგმნება, როგორც „მეგობრები“), რომელიც ინტერნაციონალური სოლისტების ანსამბლია იცხაკ ჰაიმოვისა და კლეზმერ–ჯაზბენდი იაკობ მეიმანის ხელმძღვანელობით. მაყურებელს დახვდა  უამრავი საჩუქარი და სიურპრიზი. "იმედია ეს საშინელი პანდემია დასრულდება და მალე ყველა ერთმანეთს გადავეხვევით და უფრო ხალხმრავალ ღონისძიებებს გავმართავთ“ – წერს ცნობილი მომღერალი თავისი ფეისბუკის გვერდზე.

ცნობილია, რომ ფესტივალმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მოეწონათ ებრაულ საზოგადოებაში. 

“ქართველებისა და ებრაელების მეგობრობა იუნესკომ აღიარა როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა და ამიტომ ამ ფესტივალის ჩატარება ფილადელფიაში ქართველი მომღერლის დავით ღვინიანიძის ცენტრში კანონზომიერია. მოვესალმები და წარმატებას ვუსურვებ!“ – წერს  ერნა წიფურია. მუსიკალური აკადემია „გვირილას“  დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა