ახალი დეტალები - მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე დაკავებული მამა-შვილი პოლიციამ აბაშაში აიყვანა

სულ ნახვები : 2,787
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები პოლიციამ აბაშაში აიყვანა. შსს-მ წოწორიებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

ბრალში აღნიშნულია, რომ ზურაბ და შალვა წოწორიებმა იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ,.

„ზურაბ და შალვა წოწორიებმა იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. მიუხედავად ამისა, მათი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 28 სექტემბერს ღამე და 29 სექტემბერს დილის საათებში, შალვა წოწორიას კუთვნილი და მისი მართვის ქვეშ მყოფი მერსედესის მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით VV847AA უზრუნველყვეს ელგუჯა ცომაიას და 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართელოს სისხლის სამართლის კდოექსის 25, 117-ე მუხლის, მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ქალაქი ფოთიდან აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირში“, - განუცხადა CNews-ს ადვოკატმა, გოგა გოგინავამ წოწორიებისთვის წარდგენილი ბრალის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა