მიხეილ სააკაშვილი ზელენსკის ციხიდან წერილს უგზავნის - „მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ“

სულ ნახვები : 6,039
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ძალიან მადლიერი ვარ თქვენი განცხადების, რომელიც არის პირველი რიგის პოლიტიკური ლიდერის პასუხი ჩემს უკანონო დაკავებასა და პატიმრობაზე საქართველოში, გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომელსაც არავინ აღიარებს მსოფლიოში, გარდა რუსეთისა,“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლდომირ ზელენსკის უგზავნის.

„ძალიან მადლიერი ვარ თქვენი განცხადების, რომელიც არის პირველი რიგის პოლიტიკური ლიდერის პასუხი ჩემს უკანონო დაკავებასა და პატიმრობაზე საქართველოში, გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომელსაც არავინ აღიარებს მსოფლიოში, გარდა რუსეთისა.

საქართველო არის ჩემი ცხოვრების სიყვარული, მაგრამ მე ასევე მიყვარს უკრაინა - ჩემი მეორე სამშობლო, სადაც გავატარე ჩემი ცხოვრების მრავალი წელი, სადაც მყავს ოჯახი და მეგობრები და ძალიან ვაფასებ უკრაინის მოქალაქეობას.

მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ შესაძლებლობა მაქვს მოკრძალებული წვლილი შევიტანო უკრაინაში მიმდინარე ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში თქვენი ხელმძღვანელობით.

ვინაიდან, ფაქტობრივად, მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დასაცავად.

პატივისცემით, მიხეილ სააკაშვილი", - წერია წერილში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები